ეროვნული გამოცდების სამზადისი

შეიძლებოდა თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრების აღჭურვა კონდენციონერებით.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საკითხის დაგეგმვა უკეთ შეიძლებოდა. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემის არარსებობაზე დასმულ შეკითხვას. მისივე განცხადებით, საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი აცხადებენ, რომ ეს არ არის მათი კომპეტენციის საგანი და ცენტრს არც შესაბამისი სახსრები გააჩნია.

წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა საპილოტე რეჟიმში მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში  იმუშავებს.