ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ მასპინძლობს. სტუდენტურ გამოფენაში 12-მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობს. წარმოდგენილია ასევე, ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, როგორც ღონისძიების სპეციალური სტუმარი.
განათლების ფრანგული გამოფენის მიზანი, როგორც საფრანგეთში სწავლის პოპულარიზაცია, აგრეთვე ქართულ და ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.