ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის პირველი და ყველაზე დიდი მუზეუმი გაიხსნა
წიგნის პირველი და ყველაზე დიდი მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს საზეიმოდ გაიხსნა. მუზეუმი 19 ათას წიგნს მოიცავს, რომელიც მუდმივმოქმედი ექსპოზიციის ნაწილია.
მუზეუმს აქვს ვეფხისტყაოსნის დარბაზი, სადაც ვეფხისტყაოსნის ყველა ქართული და უცხოური გამოცემაა წარმოდგენილი. ასევე მუზეუმში გაიხსნა ილიას კაბინეტი.
აქვეა რარიტეტული ძველნაბეჭდი წიგნები. მუზეუმის გახსნას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მწერლები და მკითხველები დაესწრნენ.