24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში, შეკვეთილში ანსამბლი „ერისიონი“ შოუ პროგრამას „ქართული საგანძური“ წარმოადგენს. ანსამბლი წელს ამ შოუ-პროგრამით ევროპის დიდი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში უცხოელი მაყურებლის წინაშე 4 ქვეყნის 12 ქალაქში წარსდგა. ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 5 ივლისს, 12 საათიდან ვებ გვერდზე TKT.ge დაიწყება. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia – ს აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, შეკვეთილს უკვე ესტუმრნენ One Republic და Scorpions. დაგეგმილია სხვა კონცერტებიც.