შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-10 საიუბილეო სეზონი საზეიმოდ დაიხურა. მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი „ერისიონი“. ფესტივალი ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით. ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა წელს მეექვსეჯერ მოიპოვა UNESCO-ს მაღალი პატრონაჟი და ჩატარდა საქართველოს სახელმწიფოს მხარდაჭერით.