Imagine Dragons-ის კონცერტი მიხეილ მესხის სტადიონზე

თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის – Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. ბენდი საქართველოში ალბომ Mercury-ის ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. ეს ალბომი ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons-მა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

ჯგუფი საქართველოს Starring Georgia-ს ფარგლებში სტუმრობს. Starring Georgia მთავრობის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც ქვეყანაში მსოფლიოში პოპულარული შემსრულებლების კონცერტების ჩატარებას ითვალისწინებს.