სიმღერის და ცეკვის ცნობილი ანსამბლი ახალციხეში ტურნესთვის ემზადება. „ერისიონი“ კონცერტს რაბათის ციხე-კოშკში წარმოადგენს. მაყურებელი განახლებულ შოუ-პროგრამა „ქართულ საგანძურს“ ნახავს.
ახალციხის შემდეგ, ანსამბლი საგასტროლო ტურნეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ განაგრძობს, კონცერტები დაგეგმილია საბერძნეთში, იორდანიასა და ჩინეთში. სექტემბრიდან კი „ერისიონი“ ევროპული ტურნესთვის მზადებას დაიწყებს.