ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

საერთაშორისო საზოგადების განსაკუთრებული ყურადღება პარიზისკენ არის მიმართული.

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა ევროპული ტურნე დაიწყო. სი ძინ პინი საფრანგეთში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერი ემანუელ მაკრონს და ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა. დღის წესრიგშია ორი საკითხი – ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ბოლო დროს გაუარესებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და უკრაინის ომზე ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია. ევროპელი ლიდერები დღეს ცდილობდნენ, სი ძინ პინი დაერწმუნებინათ, რომ საომარი მოქმედებების დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს.