ქართული ენის დაცვის დღე ტრადიციულად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმში სპეციალურად მოწყობილ ექსპოზიციაზე დედაენის უნიკალური გამოცემები წარმოადგინეს. დამთვალიერებელი 1876 წლის დედაენასაც იხილავს, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის შესწორებები აქვს თანდართული.