ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - უძველესი ენქერი

​მეცამეტე საუკუნე ქართული სახელმწიფოსთვის ურთულესი პერიოდის დასაწყისია. ჯერ ხორეზმის შაჰის, ჯალალედინის სისხლიანი ლაშქრობა, შემდეგ კი მონღოლთა შემოსევა და მათი რამდენიმე საუკუნოვანი სასტიკი ბატონობა. მიუხედავად დამპყრობლების ულმობლობისა და მათი დაუნდობელი ბრძოლისა ქრისტიანობასთან, საქართველოში მაინც იქმნებოდა ხელოვნების შეუდარებელი ნიმუშები. ამის ნათელი მაგალითია XIII საუკუნით დათარიღებული ენქერი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის „შუა საუკუნეების საგანძურის“ გამოფენაზეა წარმოდგენილი.

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია