სიმონ ჯანაშიას საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატურ გამოფენაზე წარმოდგენილია მონეტა, რომლის ავერსზე წნული ორნამენტის ცენტრში-თამარ მეფის ფაქსიმილეს ვხედავთ. მასზე გარკვევით იკითხება მეფის სახელი „თამარ“ და დამღა, ასომთვრული დონი . მონეტის ირგვლივ ასომთავრულით წერია: „სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისაი ამის ქორონიკონსა ულ” – რაც მონეტას 1210 წლით ათარიღებს.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია