ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია - ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი
- XII საუკუნით დათარიღებულ ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატზე, ადამიანური განცდების მთელი ემოციური გამა იკითხება: მორჩილება, შიში, სასოწარკვეთა, სიმტკიცე თუ შემართება… ყველაფრის გვირგვინად კი ადამიანური და ღვთაებრივი არსის, მსხვერპლისა და ხსნის იდეის სიმბოლო – თავად მაცხოვარია გამოსახული. ის ორივე ხელით აკურთხებს მოწამეებს და მარტვილთა უკვდავების გვირგვინებს შორის, წითელი მედალიონის ფონზე ციურ ნათებაშია წარმოდგენილი.
- ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატის ხილვა დამთვალიერებელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მესტიის განახლებულ მუზეუმში შეუძლია.
ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია