ექსპერტები ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდს აფასებენ

ჟენევის ფორმატის მორიგი ჩაშლილი რაუნდი და მოსკოვის მიერ დაფიქსირებული ნეგატიური პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე შეფასებების თემაა საექსპერტო წრეებში.

დარგის სპეციალისტები, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე გრიგორი კარასინის განცხადებებს ეხმაურებიან.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები განახლდება ერგნეთში.

ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს.