განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს. უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები ამ დროისთვის არ ფიქსირდება. ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა სისტემური ტესტირება. შედეგად, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები ისევ გავრცელდება.
მოამბე