ისევ სამნიშნა მაჩვენებელზეა კორონავირუსის შემთხვევების დღევანდელი სტატისტიკა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19 კიდევ 152 პირს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ექვსს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ ფაქტებს, – უმრავლესობა ისევ აჭარას უკავშირდება. 20-მდე პაციენტი კი იმერეთს.
კოვიდ-19 დადასტურდა კახეთშიც. ახმეტისა და გურჯაანის შემდეგ, ამჯერად ინფიცირების შემთხვევა ლაგოდეხში გამოვლინდა. ვირუსი კახეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს გამოუვლინდა, მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.