ახალი კორონავირუსი საქართველოში კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა.
საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ლეტალური შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. პაციენტი სახლში მკურნალობდა, ინფიცირებულები არიან მისი ოჯახის წევრებიც. მანანა დევაძე დეტალებით პირდაპირ ეთერში.