კოვიდ-19-ის სტატისტიკა და ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში.
გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1421-მდე გაიზარდა. 1137 პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან ხუთი, გასული დღე-ღამის განმავლობაში.
10 ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, ერთი სატვირთოს მძღოლია, ორი – ლენჯერის კლასტერიდანაა, ორი კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ერთ შემთხვევაზე ინფიცირების წყაროს დასადგენად გრძელდება კვლევა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სრულად მართვადია, თუმცა ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს. მისივე თქმით, აჭარასა და მესტიაში გაფართოებული კვლევა გრძელდება, ბათუმსა და ქობულეთში მოქალაქეებს კოვიდ-19-ზე ტესტის გაკეთება სპეციალურად განთავსებულ კარვებში შეუძლიათ.