ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

პირველი შემთხვევა, როდესაც კოვიდ-19 საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს დაუდასტურდა. მცირეწლოვნის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ვირუსი მსუბუქი ფორმით აღენიშნება. ინფიცირებულები არიან ჩვილის მშობლებიც, თუმცა ვირუსი თავდაპირველად სწორედ ბავშვს გამოუვლინდა. რა ვითარებაში გადაედო მას კოვიდ-19,  ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება დღეს აღრიცხულ შემთხვევებს, ერთის ინფიცირების წყარო ისევ დაუდგენელია, ერთი კი – სამედიცინო პერსონალია, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით სხვადასხვა კლინიკაში ცხრა მოქალაქე შეიყვანეს.