ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

18 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა ბოლო 24 საათში კორონავირუსს ქვეყანაში. გასული დღე-ღამის განმავლობაში, სულ 23 888 ტესტი ჩატარდა. აქედან,  966 ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა. დედაქალაქში კიდევ 567 მოქალაქე დაინფიცირდა, 117- აჭარაში, 77 – იმერეთში, 73 – სამეგრელო ზემო-სვანეთში. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი, საყურადღებო ნიშნულზეა და 4, 04%-ს შეადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მძიმეა 611 პირის მდგომარეობა, მათგან 121 პაციენტს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება. რაც შეეხება განკურნებულთა რიცხვს, გასული დღე-ღამის მონაცემებით, მათი რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს და დღეისათვის 1222-ს შეადგენს.

მოამბე