საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 1,74 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული სტატისტიკა ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 712 ტესტის ფონზე დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა – 264 თბილისს უკავშირდება. სპეციალისტები ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებაზე საუბრობენ და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე მიანიშნებენ. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, საქართველოში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის 7832 ადამიანია აცრილი. დღეს, 18 საათზე, სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ პირებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ჩაწერის შესაძლებლობა მიცემათ. დამატებით 3 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. შეგახსენებთ, რომ მაღალი მოთხოვნის გამო, „ფაიზერის“ ვაქცინაციის კაბინეტებში ყველა ადგილი მთლიანად დაჯავშნილია. ამასთან, ასაცრელთა ჯგუფები ფართოვდება. 5 აპრილიდან, ვაქცინაციის პროცესში 55 წელზე უფროსი ასაკის პირები, პოლიციელები, სამხედროები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი მოქალაქეები ჩაერთვებიან.
მოამბე