ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა,  გამოვლინდა 557 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 209 – თბილისში, 113 – იმერეთში, 63 კი,  შიდა ქართლში დაფიქსირდა.  აღნიშნული სტატისტიკა  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 21 890 ტეტსტის ფონზე დაფიქსირდა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.23%.

მოამბე