კოვიდ-19 -ის სტაბილური, დღიური სტატისტიკის ფონზე, საქართველოში ვირუსის მესამე ტალღას თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. სწორედ ამ პერიოდიდან პროგნოზირებს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას, მანამდე კი, ვირუსი გავრცელების პრევენციაზე აქტიურად მუშაობს. მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, ეპიდემიოლოგები მთავარ აქცენტს წერტილოვან შეზღუდვებსა და ვაქცინაციაზე აკეთებენ. შესაბამისად, ბიზნესის გახსნა ეტაპობრივად იგეგმება, „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ აქცინის 200 000 დოზას კი, ქვეყანა უახლოეს მომავალში მიიღებს. მოყვება თუ არა საქართველო ვირუსის მესამე ტალღაში, სპეციალისტების შეფასებით, ეს დიდწილად მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.