ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების რიცხვი შედარებით შემცირდა, რადგან ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 19 000-ზე მეტი ტესტის ფონზე, 1 618 ახალი კოვიდპაციენტი გამოვლინდა. მათი უმეტესობა  –  თბილისში. როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყნაში – მარიამ სეთურიძე განავრცობს თემას.