დაიწყება თუ არა 16 იანვრიდან ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება – ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მედიკოსები ამბობენ, რომ ვითარება საყურადღებოა, თუმცა, ადასტურებენ, რომ ვირუსის გავრცელების ტემპი შედარებით შემცირებულია. დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 200-მდე შემთხვევა გამოვლინდა, საპატრიარქოში ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის პასუხებიც ნეგატიურია, მათ შორის პატრიარქის. მუდმივი მონიტორინგი უტარდებათ სასულიერო პირებს რეგიონებში, ასევე მსჯავრდადებულებს პენიტენციურ დაწესებულებებში.
რა ვითარებაა ქვეყნის მასშტაბით, ნახეთ თათია ტაბეშაძის რეპორტაჟში.