ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან თბილისში კორონავირუსი 488 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში 143, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 138. ახალი შემთხვევები აღირიცხა სხვა რეგიონებშიც. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, 837 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ბოლო დღე-ღამეში ტესტირება 11 155 პირს ჩაუტარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 6 758 ადამიანი შემოწმდა, „პისიარ“ ტესტით კი 4 397. არიან გამოჯანმრთელებული პაციენტებიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 617 ადამიანი განიკურნა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773 კი გარდაიცვალა.