კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები კლებისკენ მიდის. გუშინდელთან შედარებით, დღეს კიდევ 100-ით ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ნოემბრის დასაწყისის შემდეგ პირველად, სამუშაო დღეებში ციფრები უკვე ჩამოსცდა 2 000-ს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 20 000-მდე ტესტის ნაცვლად, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 14 000-მდე ადამიანს ტესტავენ, რასაც ეპიდემიოლოგები შემცირებული მიმართვიანობით ხსნიან. მკვეთრად არის გაზრდილი კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობაც. ახლა მთავარი მკაცრი შეზღუდვების შედეგად დასტაბილურებული ციფრების შენარჩუნებაა. მით უმეტეს, რომ წინ სადღესასწაულო დღეებია, რაც ინფექციის გავრცელების რისკებს ზრდის.