დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 35 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში აღირიცხა – 1 802 ინფიცირებული, აჭარაში – 554, იმერეთში – 637, 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, გურიაში – 119, კახეთში 219, მცხეთა-მთიანეთში 108, სამცხე-ჯავახეთში 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 11. კლინიკებში მყოფი 943 პირის მდგომარეობა მძიმეა, 367 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში არიან გამოჯანმრთელებულებიც. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 3 721 ადამიანი განიკურნა.
მოამბე