ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი. ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დაიღუპა 34 პაციენტი. მათგან 14 თბილისში გარდაიცვალა. შედეგად, 26 თებერვლიდან, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კოვიდ ინფექციას 475 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირების ფაქტებს, გასული დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსი 2901 მოქალაქეს დაუდასტურდა. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ დედაქალაქშია.

მარიამ სეთურიძე განაგრძობს ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე საუბარს.

მოამბე