თურქეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 22 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 241 ინფიცირებული გარდაიცვალა, 25 ათასზე მეტი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
3 705 ახალი ფაქტი აღრიცხეს აზერბაიჯანში. დაიღუპა 42 მოქალაქე.
სომხეთში კი, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა. ინფექციას ბოლო ერთ დღეში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ორი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.
28 209-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რუსეთში. 585 პაციენტისთვის ვირუსი სასიკვდილო აღმოჩნდა.