აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში ვირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი. თურქეთში 1391 ინფიცირებული აღრიცხეს. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 65 ადამიანი.
რაც შეეხება სომხეთს, 24 საათის განმავლობაში აღრიცხულია ვირუსის 491 შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ ხუთი ადამიანი. რუსეთში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 8000-ს სცდება. უკრაინაში კი, ბოლო დღე-ღამეში 4069 ინფიცირებული გამოვლინდა.