როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, ბოლო 45 დღის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 1 256 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 21 ინფიცირებული.
აზერბაიჯანში კორონავირუსის 89 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში, 207 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.
სომხეთში, ბოლო მონაცემებით, ვირუსი 168 ადამიანს დაუდასტურდა. ორი ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან ერთის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადება სახელდება.
რაც შეეხება რუსეთს, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის თითქმის ხუთი ათასი შემთხვევა გამოვლინდა, დაავადება ფატალური 68 პაციენტისთვის აღმოჩნდა.