ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

აჭარის რეგიონში, რომელიც ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში ახლა მეოთხე ადგილს იკავებს,  ბოლო 24 საათში ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 28-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა.

მათივე ცნობით, რეგიონში ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 308 პაციენტი, კოვიდსასტუმროში კი – 289 პირი იმყოფება.