ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარის რეგიონში

გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 78 შემთხვევა დაფიქსირდა აჭარაში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  გამოჯანმრთელდა 220 პაციენტი. ამ დრომდე მძიმედ ფასდება 28 პაციენტის მდგომარეობა. ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.