ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით გაუმჯობესებაზე საუბრობენ სპეციალისტები, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მშვიდად ყოფნის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ახლა მთავარ გამოწვევად ვაქცინაცია რჩება. დღიურად საშუალოდ 14 000-მდე ადამიანი იცრება, რაც იმუნიზაციის ეროვნული გეგმის შესასრულებლად საკმარისი არ არის. ამირან გამყრელიძე აცრის ტემპების ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობას ასახელებს. ამ დროისათვის ორჯერადად მოსახლეობის მხოლოდ 27%-ია აცრილი. ერთი დოზით კი – 34.2%.