ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 26 სექტემბრისათვის 5, 44%-ით განისაზღვრა, – ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის კლების ტენდენცია ჯერ ისევ ნარჩუნდება. გასული დღე-ღამის მანძილზე, „კოვიდ-19“ კიდევ 1 132 მოქალაქეს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 30 პაციენტი. ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, პანდემიას ქვეყანაში 8 817 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მეტი, 419 ახალი შემთხვევა თბილისში გვაქვს, ყველაზე ცოტა კი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც ვირუსი სამ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე მძიმეა 1 052 ინფიცირებულის მდგომარეობა.

როგორ აფასებენ არსებულ ეპიდემიოლოგიური ვითარებას და რა პროგნოზები აქვთ სპეციალისტებს, – თეო ბარბაქაძე განაგრძობს თემაზე საუბარს.