ეპიდემიოლოგიური ვითარება

ეპიდემიოლოგიური ვითარების შედარებით გაუმჯობესებაზე საუბრობენ სპეციალისტები, თუმცა, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, მშვიდად ყოფნის საფუძველი ამ ეტაპზე არ გვაქვს. ახლა მთავარ გამოწვევად ვაქცინაცია რჩება. დღიურად საშუალოდ 14 000-მდე ადამიანი იცრება, რაც იმუნიზაციის ეროვნული გეგმის შესასრულებლად საკმარისი არ არის. ამირან გამყრელიძე აცრის ტემპების ვარდნის ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობასთან  კომუნიკაციის  ნაკლებობას ასახელებს. ამ დროისათვის ორჯერადად მოსახლეობის მხოლოდ 27%-ია აცრილი. ერთი დოზით კი – 34.2%.