გლდანში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას, რომელსაც ერთი ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა, ენერგოომბუდსმენი ეხმაურება. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია გახდა. სავარაუდო მიზეზი არა ქსელური გაუმართაობა, არამედ ბინაში ჩართული ღუმელი გახდა. ირკვევა, რომ გაზქურა სახლში მთელი ღამის განმავლობაში ჩართული იყო, დაკეტილი იყო ფანჯრებიც, რამაც საცხოვრებელ ფართში CO -ს დაგროვება გამოიწვია. ენერგოომბუდსმენი მოსახლეობას კიდევ ერთხელ წესების დაცვისა და განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.