მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა სალომე ვარდიაშვილმა, 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა. ენერგოომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის მაჩვენებელი კვლავ მზარდია. 2018 წელს 5481 განცხადება დარეგისტრირდა. კონსულტაციებისთვის კი ენერგოომბუდსმენს 10 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.
საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი ლიდერობს. ყველაზე მეტი საჩივარი “გაერთიანებული წყალმომარაგების” კომპანიის მიმართ დაფიქსირდა. საჩივრები ასევე შეეხება ბუნებრივი გაზის სექტორს. ელექტოენერგიის სექტორში კი ძირითადი პრობლემები რეგიონებში დაფიქსირდა. ენერგოომბუდსმენის რეკომენდაციების საფუძველზე 2018 წელს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით ჯამში 2 მილიონზე მეტი ლარი ჩამოეწერათ.