როგორ უნდა გაიზარდოს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება და სფეროში ინვესტიციები – თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი ტარდება.
ღონისძიების მონაწილე ინვესტორები და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალს ეცნობიან. ორდღიან ფორუმზე მიმდინარეობს თემატური დისკუსიები და ტარდება გამოფენა, სადაც ინოვაციური პროექტებია წარმოდგენილი. ღონისძიებას სფეროს წარმომადგენლებთან და განახლებადი ენერგიის დეველოპერებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური ორგანიზაციებიც ესწრებიან. ე.წ. მწვანე ენერგეტიკის განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტად არის გამოცხადებული.