ექვსჯერ გადავადებული გადაწყვეტილება ძალაშია. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდა.
მსხვილ კომპანიებს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა სახელმწიფოს გარეშე დამოუკიდებლად შეუძლიათ. ვაჭრობის პირველი მცდელობა ელექტროენერგიის ფასის გამო წარუმატებლად დასრულდა. საქართველოს ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციას ავალდებულებს. ბირჟის ამოქმედება კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. მოლოდინია, რომ ელექტროენერგეტიკული ბირჟის შექმნა ენერგეტიკის სფეროში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, სფეროს მდგრადობას და ფასების სტაბილურობას შეუწყოს ხელს.