ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გადაიდო

კიდევ ერთხელ გადავადებული ინიციატივა ენერგეტიკის სფეროში.

ბოლო გადაწყვეტილებით, ენერგეტიკული ბირჟა ერთი წლის შემდეგ ამოქმედდება. მიზეზად რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და ბაზარზე მოსალოდნელი რისკები დასახელდა. ენერგეტიკული ბირჟები საწარმოებს ელექტროენერგიის შესასყიდად ბირჟაზე საათობრივი ვაჭრობის საშუალებას მისცემს, რაც ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის შემადგენელი ნაწილია და დენის კომერციული ტარიფის თვითრეგულირებას გულისხმობს, ეს ვალდებულება კი ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ აქვს აღებული.

ენერგეტიკული ბირჟები ქვეყანაში ჯერ კიდევ 2021 წლის პირველ ივლისს უნდა ამოქმედებულიყო.

არიან თუ არა ბაზრის მონაწილეები ბირჟაზე ვაჭრობისთვის მზად – ორ წელში ექვსჯერ გადავადებული და გაჭიანურებული რეფორმით მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა.