ახალი შეთავაზება ენერგეტიკის სფეროს მხარდასაჭერად.
ქვეყანაში დენის გაზრდილი მოხმარების შედეგად ელექტროენერგიის დეფიციტია. ახალი ჰესების ასაშენებლად და განახლებადი ენერგიის სფეროში ინვესტიციების მოსაზიდად ხელისუფლება კერძო სექტორს დაფინანსების ახალ მოდელს სთავაზობს, რომელიც საინვესტიციო რისკების დასაზღვევად სახელმწიფოს ჩართულობას გულისხმობს. ახალი პირობებით საინვესტიციო პროექტებზე აუქციონის ჩატარება მიმდინარე თვეს იგეგმება. მანამდე კი კერძო სექტორი მთავრობისგან ახალი ინიციატივის გარშემო გაჩენილ კითხვებზე პასუხებს ელოდება.