„ემეგობრე პოლიციას“ - კამპანია რაჭაში გრძელდება

„ემეგობრე პოლიციას“ – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია ამჯერად ამბროლაურში გაიმართა. სახალხო ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდა „112“-ის, მომსახურების სააგენტოს და სხვა ერთეულების საქმიანობას გასცნობოდა. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში​ მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებს მართავენ და მართლწესრიგის შესახებ საჭირო ინფორმაციას აწვდიან.