ელისო კილაძემ და ზაზა სარალიძემ გერმანიის საელჩოში ელჩის სახელზე წერილი შეიტანეს და სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვეს.
დოკუმენტში საუბარია, თუ რა მიზნით მიემგზავრებოდნენ სტრასბურგში და რატომ მიაწოდა ქართულმა მხარემ გერმანულ მხარეს ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმში არის ეჭვმიტანილი.