გერმანიის ლიტერატურული პრემიის პრეზენტაცია

გერმანიის საელჩოს ლიტერატურული პრემიის, „ერთობის იდეის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრემია გადაეცემა ქართველ ავტორს, გამოქვეყნებული საუკეთესო ნაწარმოებისთვის, რომელიც ადამიანებს შორის ხელოვნური საზღვრების არსებობასა და ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას ასახავს.

საკონკურსო ნამუშევრების მიღება 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან დაიწყება და 1-ელ მაისამდე გაგრძელდება. გამარჯვებული წიგნი კი მომავალი წლის 3 ოქტომბერს დასახელდება. საპრიზო ფონდი 8000 ლარს შეადგენს. ჟიურის წევრები ცნობილი ქართველი მწერლები, მთარგმნელები და ლიტერატორები იქნებიან. ლიტერატურული პრემიის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა გერმანიის ელჩი საქართველოში.