ეკონომიკური ფორუმი

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დისკუსია გაიმართა საქართველოში აგრარული პოლიტიკის თემატიკაზე.

აქცენტი გაკეთდა დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებსა და არსებულ მიღწევებზე. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპის ბაზარზე. კონფერენციაში მონაწილეობდა სახელმწიფოს და ბიზნესსექტორის, ასევე დარგის სპეციალისტები და ასოციაციის წარმომადგენლები.