ეკოლოგიური პრობლემები და თანამედროვე ხელოვნება - ლეილა ალიევას ნამუშევრების გამოფენა თბილისში

ეკოლოგიური პრობლემები და თანამედროვე ხელოვნება… საქველმოქმედო პროექტს – „ლივ ლაივს“ თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანელი მხატვრისა და გარემოს დამცველის, ლეილა ალიევას ნახატები, ასევე თერთმეტი აზერბაიჯანელი და ქართველი თანამედროვე ხელოვანის ტილოები, რომელიც ეკოლოგიური პრობლემებისა და გარემოს დაბინძურების თემას ასახავს.

პროექტმა 2016-2017 წლებში ბერლინის, ლონდონის, პარიზისა და მოსკოვის მუზეუმები მოიარა. პროექტის ავტორი საზოგადოებრივი გაერთიანება აიდაა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილმა და მხატვარმა ლეილა ალიევამ დააარსა.