საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნად ბერძენი ფოტოგრაფის კოსტას ბალაფასის ექსპოზიცია გაიხსნა

საქართველო – საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნად თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ბერძენი ფოტოგრაფის კოსტას ბალაფასის ექსპოზიცია გაიხსნა.

გამოფენაზე ხელოვანის 50 ფოტოა წარმოდგენილი, რომელებიც ფოტოგრაფმა 1969-2001 წლებში ათონის მთაზე მოგზაურობისას გადაიღო. ნამუშევრები პირველად, ათენში ბენაკის მუზეუმში, 2006 წელს გამოიფინა და  მას შემდეგ მთელი ქვეყანა შემოიარა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი ახლა პირველად არის წარმოდგენილი.

ექსპოზიცია საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. გამოფენის გახსნას პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.

 

დატოვე კომენტარი