საქველმოქმედო გამოფენა ეკოლოგიურ პრობლემებზე

მსოფლიოში 170 მილიონი მოზარდი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს. კვლევების თანახმად, 2040 წლისთვის ოკეანეებში თევზებზე მეტი ნაგავი იქნება. ეკოლოგიური პრობლემები ხელოვნების ერთ-ერთ მთავარ თემად აზერბაიჯანელმა მხატვარმა და გარემოს დამცველმა ლეილა ალიევამ აქცია, რომლის საგამოფენო პროექტი ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმშია წარმოდგენილი. ექსპოზიცია პროექტ „ლივ ლაიფის“ ფარგლებში იმართება და მასში ქართველი თანამედროვე ხელოვანებიც მონაწილეობენ.