დელიში ქართული ფოტოგრაფიის კვირეული გაიმართა
დელიში ქართული ფოტოგრაფიის კვირეული გაიმართა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში მდებარე ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა და მნიშვნელოვანმა ხელოვნების ცენტრმა ქართული ფოტოგრაფიის კვირეულს უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო XX საუკუნის ქართველი და ინდოელი ფოტოგრაფების, შალვა ალხანაიძისა და სურეშ პუნჯაბის 50-მდე ნამუშევარი.

გამოფენის გახსნას ნიუ-დელიში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გამოჩენილი ფოტოხელოვნები, სტუდენტები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

გამოფენა საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

გამოფენა 2014-2016 წლებში ინდოეთში საქართველოს ელჩის, ლევან ნიჟარაძის ხსოვნას მიეძღვნა.